| ინდიკატორი | ქულა დაბალი (0–4) | ქულა საშუალო (4–8) | ქულა მაღალი (8–10) |
| წყაროში მოცემული ინფორმაციის გაგების და ანალიზის უნარი | უჭირს წყაროში მოცემული ინფორმაციის გაგება | იგებს წყაროში მოცემულ ინფორმაციას, ნაწილობრივ ადგენს მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს | იგებს წყაროში მოცემულ ინფორმაციას. ადგენს მისეზ–შედეგობრივ კავშირებს |
| განსხვავებული აზრის მოსმენისა და გამოყენების უნარი | ვერ იგებს განსხვავავებულ ასრს | შეუძლია განსხვავებული აზრის გაგება | შეუძლია განსხვავებული აზრის გაგება და გამოყენება |
| განსხვავებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის და შეფასების უნარი | არ შეუძლია განსხვავებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი | შეუძლია განსხვავებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი | შეუძლია, როგორც განსხვავებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი ისე შეფასება |
| დროში ორიენტაცია და ეპოქის განცდა | ვერ ახერხებს დროში ორიენტაციას | შეუძლია დროში ორიენტაცია.არ შეუძლია ეპოქის ფასეულობების შეფასება | შეუძლია როგორც დროში ორიენტაცია, ასევე ეპოქის ფასეულობების შეფასება |
| დასკვნების გაკეთების უნარი | არ შეუძლია დასკვნის გაკეთება | უჭირს დასკვნის გაკეთება | აყალიბებს დასკვნებს |
четверг, 4 августа 2011 г.
შეფასების რუბრიკა
გაკვეთილის გეგმა
პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება–ეკოლოგიური პრობლემები
2. სამიზნე ჯგუფი მე–10კლ
3. რა დროს მოიცავს ეს პროექტი–20 დღე
4. მნიშვნელობა და აქტუალობა–მნიშვნელოვანია იმით რომ მოსწავლე უფრო ღრმად ეცნობა ბუნებაში
მიმდინარე ეკოლოგიურ პრობლემებს და არა მხოლოდ ეცნობა, არამედ იზიარებს და დგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად
5. მიზნები და შედეგები–მოსწავლე აცნობიერებს თუ რამდენად შეუძლია ადამიანს ხელი შეუწყოს ბუნებრივ კატაკლიზმებს, როგორია თითეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ბუნების დაცვის საქმეში. გლობალური ეკოლოგიური პრობლემების ფონზე გააცნობიეროს თავისი რაიონის ეკოლოგიური პრობლემები და გადადგას ნაბიჯები ამ პრობლემის თუნდაც მცირედით მოგვარების საქმეში
6.შეფასების საგანი და პროცედურები–ვგეგმავთ პროექტს ბუნებაში რათა დავრგოთ ხეები ზვავსაშიშ და მეწყერ საშიშ ადგილებში.
7. რა წინარე ცოდნას უნდა ფლობდეს მოსწავლე–უნდა იცოდეს რა არის ეკოლოგიური პრობლემები
8. მასალები და ტექნიკური რესურსები–კომპიუტერი,აუდიო ვიდეო აპარატი,ტრანსპორტი, ტექნიკური საშუალებები(თოხი, ბარი და სხვა)
| შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი ქმედებები | საქმიანობის გაწერა | საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი | საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოსწავლეები | საქმიანობის შესაბამისი რესურსები |
| პროექტის გეგმის გაცნობა. მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად. წინარე ინფორმაციების მოძიება ინტერნეტში | პირველი აპრილი | მე–10კლ. | დავითაძე ზურაბი | კომპიუტეტი აუდიო ვიდეო აპარატი თოხი, ბარი |
| თეორიული კონფერენცია(შეხვედრა მოწვეულ სტუმრებთან ექსპერტებთან) | სამიდან–თხუთმეტ აპრილამდე | პირველი ჯგუფი მეორე ჯგუფი | ცეცხლაძე თეონა ზოიძე გიორგი | |
| გასვლა ბუნებაში–ზვავსაშიშ და მეწყერსაშიშ ადგილებში ხეების დასარგავად | თხუთმეტიდან–ცხრამმეტ აპრილამდე | პირველი და მეორე ჯგუფი | ზოიზემინდია აბუსელიძე გიორგი | |
| ფოტო გამოფენა | ოცი აპრილი | პირველი და მეორე ჯგუფი | დავითაძე ლევანი |
გაკვეთილის გეგმა
| თემა | მარტყოფის ბრძოლა |
| სწავლების საფეხური | საშუალო |
| მნიშვნელობა/აქტუალობა | მოსწავლეები გაერკვნენ მე–17საუკუნის პირველ ნახევარში განვითარებულ მოვლენებში, როგორც საქართველოში ისე მის მეზობელ ქვეყნებში. |
| მიზნები და შედეგები | მოწავლეები შეძლებენ დროში ორიენტაციას.განსხვავებული ისტორიული წყაროების ინტერპრეტაციას,პიროვნების როლის შეფასებას, რაც მოსწავლეს განუვითარებს კრიტიკული ანალიზის, ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების, პრობლემის გააზრების და კავშირის დადგენის უნარს. |
| წინასწარი ცოდნა | მოსწავლეებმა იციანსაქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების ურთიერთობა. საქართველოს შიდა პოლიტიკური მდგომარეობა. |
| შეფასების საგანი და პროცედურები | კითხვა–პასუხი, პრეზენტაცია, მსჯელობა |
| სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი | მე–10 კლასის საცელმძღვანელო, რუკები, სამუშაო რვეულები, დაფა, ცარცი |
| გაკვეთილის მსვლელობა | აქტივობა პირველი (დრო 5 წთ.)გაკვეთილს დავიწყებ კითხვებით;.ვინ იყო გიორგი სააკაძე? რომელ საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იგი? რომელი დიდი ბრძოლები უკავშირდება მის სახელს? აქტივობა მე–ორე(დრო 12წთ)სამუშაო სრულდება წყვილებში. მოსწავლეებს ვთხოვ გაეცნონ სახელმძღვანელოში არსებულ ტექსტს და წყარო პირველს მარტყოფის ბრძოლის შესახებ. აქტივობა მე–3 (დრო 8წთ) სამუშაო სრულდება წყვილებში მოსწავლეებს ვთხოვ გაეცნონ წყარო მე–2 მარტყოფის ბრძოლის შესახებ. კითცვა–პასუხების საშუალებით გავიგებ რამდენად გასაგებია წყაროების შინაარსი მოსწავლეებისათვის აქტივობა მე–4 (დრო13წთ) მოსწავლეებს ვთხოვ გააკეთონ ვენის დიაგრამა წყაროებზე დაყრდნობით რა იყო წყაროებში მსგავსი და რა განსხვავებული და რა იყო ამის მიზეზი. აქტივობა მე–5 (დრო 5წთ) საშინაო დავალების მიცემა კლასში განხილულ კითხვებს გასცენ წერილობითი პასუხი |
Подписаться на:
Сообщения (Atom)